უკრაინა კონტრშეტევას როცა დაიწყებს, რუსები პანიკაში ჩავარდებიან - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

გამოქვეყნდა:

"როდესაც უკრაინის არმია დაიწყებს კონტრშეტევის ოპერაციას, რუსები პანიკაში ჩავარდებიან რეალობის მცდარი აღქმის გამო" - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ გავრილოვმა The Independent-თან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრს კონტრშეტევის დრო არ დაუკონკრეტებია, მაგრამ თქვა, რომ ის მალე დაიწყება.

"ჩვენ დავიწყებთ ჩვენს კონტრშეტევას - როდის და სად ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, [და როცა ეს მოხდება] რუსეთი პანიკაში იქნება. თქვენ ნახავთ უამრავ პანიკას. მათ ჯერ კიდევ არ ესმით, რომ [რუსების] პროპაგანდა აჩვენებს ცრუ სურათს იმის შესახებ, რაც რეალურად ხდება ადგილზე. ამ ომს მოვიგებთ მიწაზე და არა ტელეეკრანებსა და ინტერნეტში", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, კრემლი უკრაინაში რუსეთის დანაკარგების ნამდვილ მასშტაბებს საკუთარ ხალხს უმალავს, მაგრამ ისინი ამას ვეღარ შეძლებენ, როცა უკრაინა თავისი ტერიტორიების დაბრუნებას დაიწყებს და დანაკარგები კიდევ უფრო გაიზრდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი