თურქეთმა უკრაინისთვის რუსეთისგან შეძენილი სარაკეტო თავდაცვის სისტემის გადაცემაზე უარი თქვა

გამოქვეყნდა:

თურქეთმა უარი თქვა ვაშინგტონის შეთავაზებაზე, გადაეცა უკრაინისთვის რუსეთისგან შეძენილი C-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემა. განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა.

ჩავუშოღლუს თქმით, შეერთებული შტატები სთავაზობდა თურქეთს, რუსეთისგან შეძენილ სარაკეტო სისტემა F-35 გამანადგურებლის პროგრამიდან უნდა გამოერიცხა და მასზე კონტროლი გადაეცა აშშ-სთვის, ან სხვა ქვეყნისთვის, მაგალითად უკრაინისთვის, რომელიც ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს.

ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ეს წინადადებები მიუღებელია, რადგან თურქეთის სუვერენიტეტის ხელყოფას ისახავს მიზნად.

თურქული მედია წერს, რომ 2017 წელს, მას შემდეგ, რაც აშშ-სგან საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვის ხანგრძლივი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, თურქეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსეთთან უახლესი C-400 სისტემის შესაძენად. თურქეთმა განაცხადა, რომ C-400 არ იქნება ინტეგრირებული ნატოს სისტემებში და არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ალიანსისა და მისი იარაღისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი