გასულ ღამეს რუსეთმა კიევზე დრონებით ყველაზე მასიური თავდასხმა განახორციელა ომის დაწყების შემდეგ - კლიჩკო

გამოქვეყნდა:

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გასულ ღამეს რუსეთმა კიევზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა.

მერმა მედიასთან თქვა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 36 დრონიდან ყველა ჩამოაგდეს. 

"მადლობა ჩვენს საჰაერო თავდაცვის ძალებს, ყველა, 36-ივე დრონი ჩამოგდებული იქნა. ეს ყველაზე მასობრივი შეტევაა ჩვენს ქალაქზე მას შემდეგ რაც ომი დაიწყო," - თქვა კლიჩკომ. 

მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად ქალაქის არცერთი მაცხოვრებელი არ დაღუპულა. დაშავდა 5 ადამიანი, მათგან ორი კლინიკაშია გადაყვანილი. დაზიანდა რამდენიმე ობიექტი, მათ შორის, საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღი და სკოლა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი