
ხვალ, 9 მაისს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ვონ დერ ლაიენი კიევში ჩავა. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრესსპიკერმა ბრიუსელში გამართული ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ლაიენი ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
"პრეზიდენტი კიევში იქნება ხვალ, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას დაუდასტურებს. ეს ვიზიტი ევროპის დღეს ჩატარდება, ჩვენ გულწრფელად მივესალმებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ 9 მაისს უკრაინაში ევროპის დღეს აღნიშნავენ," - თქვე ევროკომისიის სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა ინიციატივით, რომ 8 მაისი დაწესდეს მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვებისა და ხსოვნის დღედ და 9 მაისს აღნიშნოს არა როგორც გამარჯვების დღე, არამედ ევროპის დღე.