აშშ გეგმავს უკრაინას $1.2 მილიარდის სამხედრო დახმარება გადასცეს - მედია

გამოქვეყნდა:

CNN ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატები სამშაბათს აპირებს გამოაცხადოს უკრაინისთვის 1,2 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი. სამხედრო დახმარების გადაცემა ხდება კრიტიკულ მომენტში, როცა უკრაინა ემზადება კონტრშეტევის დასაწყებად.

მედიას წყარო ეუბნება, რომ პაკეტში შედის თვითმფრინავები, საარტილერიო საბრძოლო მასალა და საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე სხვა შესაძლებლობები. 

დახმარების შესახებ პირველად ინფორმაცია Associated Press-მა გაავრცელა. პაკეტი დაექვემდებარება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივას (USAI), რაც ნიშნავს, რომ გაფორმდება კონტრაქტი და აღჭურვილობა შეძენილი იქნება მწარმოებლისგან, ნაცვლად იმისა, რომ უშუალოდ თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან ამოიღონ.

Associated Press ამბობს, რომ დახმარების ინიციატივა დააფინანსებს HAWK საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალებს და საჰაერო თავდაცვის თვითმფრინავებს. ოფიციალური პირების თქმით, ის ასევე მოიცავს არტილერიას, რაკეტებს, სატელიტური გამოსახულების დახმარებას და დაფინანსებას სხვადასხვა სისტემებისთვის მიმდინარე ტექნიკურ მომსახურებას და სათადარიგო ნაწილებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი