EU არ უნდა შეშინდეს პუტინის მიერ ძალის დემონსტრირებით, მოდით, ვიყოთ ურყევი უკრაინის მხარდაჭერაში - შოლცი

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მოუწოდა ევროპას, არ შეაშინოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის "ძალის ჩვენებამ". ამ თემაზე მან სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა.

"მოსკოვში, აქედან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 200 კილომეტრში, პუტინი დღეს ანლაგებს თავის ჯარისკაცებს, ტანკებსა და რაკეტებს. ნუ შეგვაშინებს ძალის ასეთი დემონსტრირება", - თქვა შოლცმა.

შოლცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მხარდაჭერა და თქვა, რომ უკრაინელები "სიცოცხლით იხდიან" საფასურს.

"მოდით, ვიყოთ ურყევი უკრაინის მხარდაჭერაში, სანამ ეს საჭირო იქნება", - თქვა შოლცმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროპის სანქციების შემდეგი რაუნდი არ იქნება ბოლო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი