
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ კრემლის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. ხელისუფლება ოკუპირებული ქალაქ კამიანკა-დნიპროვსკადან, ზაპოროჟიეს ოლქი, ოჯახებისა და საჯარეო სექტორში დასაქმებულების ევაკუაციას ახდენს რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე.
"8 მაისს რუსმა ოკუპანტებმა დაიწყეს სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვების ევაკუაცია მშობლებთან ერთად, ასევე მასწავლებლებისა და საჯარო სექტორის სხვა თანამშრომლების ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ კამიანკა-დნიპროვსკადან. არ იყო ბევრი მსურველი მონაწილე", - წერია განცხადებაში.
ხუთშაბათს ევგენი ბალიცკიმ, ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ "ადმინისტრაცია" აპირებს ხალხის ევაკუაციას სამხრეთ ფრონტის ხაზის მახლობლად მდებარე ადგილებიდან.
რეგიონის უკრაინელი გუბერნატორის თქმით, ესმის, რომ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი ზოგიერთი ოფიციალური პირი ტოვებდა ოკუპირებულ ქალაქებს და სთავაზობდა ხალხის ევაკუაციას რუსული პასპორტით, უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ.