რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ სლუცკის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გარედან არის ნაკარნახევი. მისივე აზრით, "ქართული ოცნების" ლიდერები გაცილებით გაწონასწორებულ პოზიციას იჭერენ:
"სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ნაკარნახევია გარედან და არ ემსახურება ეროვნულ ინტერესებს. მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა გაცილებით გაწონასწორებულ პოზიციას იკავებს, რომელიც, პირველ რიგში, ეკონომიკურ პრიორიტეტებზეა დამყარებული".
სლუცკი იმედოვნებს, რომ ოფიციალურ თბილისს მომავალშიც გონივრული მიდგომა ექნება, რადგან "მოსკოვთან კონსტრუქციულ და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებზე გადასვლა ხელს შეუწყობს სტაბილურობის დამყარებას მთლიანად რეგიონში".
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო აკრძალვის გაუქმებას მორიგი პროვოკაცია უწოდა. იხილეთ ასევე: