
ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინა "აბრამსის" ტანკებს შემოდგომის დასაწყისში მიიღებს. მისი განმარტებით, ტანკების მიწოდების დრო აიხსნება იმით, რომ ამერიკელი სამხედროები არა მხოლოდ აგზავნიან მათ უკრაინაში და წვრთნიან უკრაინელ სამხედროებს მათ გამოსაყენებლად, არამედ ქმნიან ინფრასტრუქტურას, რომელიც ხელს შეუწყობს ტანკების მუშაობას.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ ტანკების მიწოდების დასაჩქარებლად, ჩვენი პროგნოზით, ეს მოხდება შემოდგომის დასაწყისში.
საწვრთნელ მოედანზე რამდენიმე ტანკი გადავიტანეთ, რომ უკრაინელებმა წვრთნა დაიწყონ. წვრთნების დასრულებამდე ტანკები გამოსაყენებლად ხელმისაწვდომი იქნება", - თქვა ოსტინმა.
ოსტინის განცხადებით, უკრაინელებს აუცილებლად ექნებათ ყველაფერი მარაგში შემოდგომის დასაწყისამდე.