ამ კვირაში ბახმუტში არცერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს, ჩვენი ძალები 2 კმ-ით წინ წავიდნენ - მალიარი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ ამ კვირაში კიევის ძალებს ბახმუტში არც ერთი პოზიცია არ დაუკარგავთ. მან ასევე დაადასტურა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბახმუტის მიმართულებით 2 კილომეტრით წინსვლის შესახებ.

"მტერმა ვერ შეასრულა თავისი გეგმები, მტერმა განიცადა ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი, ჩვენმა დამცველები ბახმუტის მიმართულებით 2 კმ წინ წავიდნენ, ამ კვირაში ბახმუტში არც ერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს", - წერს მალიარი.

მალიარმა აღნიშნა, რომ ბახმუტის მიმართულებით მტერი აქებს საკუთარ თავს, საუბრობს სავარაუდო წარმატებებზე და იგონებს ისტორიებს უკრაინის სამხედრო სარდლობის შესახებ. მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ ოკუპანტები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას იარაღის დეფიციტის შესახებ, რათა რეალური მდგომარეობა გაამართლონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი