
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს, შესაძლოა, იტალიაში ჩავიდეს. იტალიური გამოცემა ANSA-ს წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ზელენსკი გერმანიაში მოგზაურობის დროს ხანმოკლე ვიზიტით შესაძლოა ეწვიოს რომს.
გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი შეხვდება პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონის. სააგენტოს წყაროები ვატიკანში არ გამორიცხავენ, რომ რომის პაპი შეხვდეს ზელენსკის:
"ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა და, შესაბამისად, არ არსებობს ოფიციალური დადასტურება ამ შესაძლო შეხვედრის დროისა და ადგილის შესახებ", - წერს გამოცემა პაპთან აუდიენციაზე.
აპრილში რომის პაპმა უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი მიიღო. თავად ზელენსკი ვატიკანში ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში იმყოფებოდა, კოროვირუსული პანდემიის დაწყებამდე.