ევრაზიის საკითხებში ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი მომავალ კვირას უკრაინაში ჩავა

გამოქვეყნდა:

CNN ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ევრაზიის საკითხებში ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ლი ჰუი მომავალ კვირას ეწვევა უკრაინას, რათა "ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს". 

წარმომადგენლის მოგზაურობა 15 მაისს დაიწყება და ტურის ფარგლებში ის უკრაინაში, პოლონეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და რუსეთში გაემგზავრება.

"ჩინეთის წარმომადგენლების ვიზიტები შესაბამის ქვეყნებში, არის ჩინეთის ვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულება მოლაპარაკებების გამართვის და ხელშეწყობის საქმეში, რაც სრულად აჩვენებს, რომ ჩინეთი მტკიცედ დგას მშვიდობის მხარეს", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 26 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტსა და ჩინეთის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ეს, ომის დაწყების დღიდან, ამ ქვეყნების ლიდერების პირველი სატელეფონო საუბარი იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი