უკრაინის პრეზიდენტის ოფისი უარყოფს, რომ ზელენსკის "ევროვიზიის" მაყურებლისადმი მიმართვა სურდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, გამოცემა The Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა "ევროვიზიის" მაყურებლისადმი მიემართა, სიმართლეს არ შეესაბამება. 

პრეზიდენტის ოფისის სპიკერი სერგი ნიკიფოროვი ამბობს, მათ არ უთხოვიათ "ევროვიზიისთვის" პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის ჩვენება ღონისძიებაზე.

"Times-ის ინფორმაცია არ არის სიმართლე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისს არ მიუმართავს "ევროვიზიის" ორგანიზატორებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის ონლაინ გამოსვლის თხოვნით, ფინალის ან ნებისმიერი ეტაპის დროს," - წერს ნიკიფოროვი. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე გამოცემა The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ევროვიზია" - 2023-ის ორგანიზატორებმა უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზებაზე, რომ აუდიტორიისთვის ვიდეოჩართვით მიემართა, უარით უპასუხეს. კონკურსის ორგანიზატორის, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კონკურსის არაპოლიტიკური ხასიათი გამორიცხავს "ევროვიზიის" ფარგლებში პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი