
პოლონეთის სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს ნატოს, უკრაინა, შვედეთისა და ფინეთის მსგავსად, თავის რიგებში დაჩქარებული წესით მიიღოს.
"ერთ წლიანი საშინელი ომის შემდეგ, ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ წასვლით, იცავს ევროპასა და წარმოადგენს მთავარ წერტილს კონტინენტის დაცვაში აღმოსავლეთის აგრესიისგან," - წერია რეზოლუციაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინას დღეს მთელს ევროპის კონტინენტზე ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს, რომელსაც ექსტრაორდინარული საბრძოლო გამოცდილებაც აქვს.
"უკრაინის არმია სწრაფად აღიჭურვა ნატოს აღჭურვილობით და იყენებს ოპერატიული სტრატეგიას და ტაქტიკას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შემუშავებული იყო დასავლელი მოკავშირეების მიერ", - ნათქვამია დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტის თანახმად, უკრაინის მცველებს ნამდვილი მხარდაჭერა სჭირდებათ NATO-ს ქვეყნებთან ახლო პოლიტიკური და სამხედრო კოოპერაციით.
რეზოლუციაში წერია, რომ ვილნიუსში NATO-ს მორიგ სამიტზე უკრაინას ქვეყნებმა უნდა შესთავაზონ "ბევრად უფრო მეტი, ვიდრე განცხადებები ღია კარის პოლიტიკის შესახებ" და რომ ვილნიუსის სამიტი მნიშვნელოვანი ეტაპი უნდა იყოს უკრაინის მომზადებისთვის ალიანსის სრული წევრობისთვის.