საფრანგეთი უახლოეს კვირებში უკრაინას ათეულობით ჯავშანმანქანასა და მსუბუქ ტანკს გადასცემს

გამოქვეყნდა:

ვოლოდიმირ ზელენსკის და ემანუელ მაკრონის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უახლოეს კვირებში საფრანგეთი რამდენიმე უკრაინულ ბატალიონს გადასცემს ათეულობით ჯავშანმანქანას და მსუბუქ ტანკს, მათ შორის AMX-10RC.

"სამხედრო მხარდაჭერა, რომელსაც საფრანგეთი ახორციელებს ომის დაწყების შემდეგ, რათა უკრაინას შეეძლოს თავის დაცვა, გაგრძელდება ახალი სამხედრო პაკეტების მომზადებისას, ყოველთვის მხედველობაში მიიღება უკრაინის ყველაზე აქტუალური და გადაუდებელი საჭიროებები მისი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.

უახლოეს კვირებში საფრანგეთი მოამზადებს და აღჭურავს რამდენიმე ბატალიონს ათეულობით ჯავშანტექნიკითა და მსუბუქი ტანკით, მათ შორის AMX-10RC", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ვლადიმირ ზელენსკი პარიზში 14 მაისს ჩავიდა და ფრანგ კოლეგას შეხვდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომის დაწყების შემდეგ, ეს საფრანგეთში ზელენსკის მეორე ვიზიტია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი