უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ის ქვეყნის პრემიერმინისტრს რიში სუნაკს შეხვდება.

"დღეს - ლონდონი. დიდი ბრიტანეთი ლიდერია, როცა საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას მიწასა და ჰაერში. ეს თანამშრომლობა დღეს გაგრძელდება, მე შევხვდები ჩემს მეგობარ რიში სუნაკს. ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები პირისპირ და დელეგაციასთან ერთად", - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.

მანამდე, 13 და 14 მაისს ზელენსკი იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა ქვეყნების ლიდერებთან.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას ფრთოსანი რაკეტა "Storm Shadow" გადასცა, რაც კონტრშეტევების დროს უკრაინას შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობას მისცემს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი