"ვაგრძელებთ მუშაობას უკრაინის გამარჯვებისთვის" - ზელენსკი სუნაკს ხვდება

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ქვეყნის პრემიერმინისტრს რიში სუნაკს შეხვდა. ზელენსკი ბრიტანეთში დღეს, 15 მაისს ჩავიდა.

"მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვხვდები დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ რიში სუნაკს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას უკრაინის გამარჯვებისთვის"- დაწერა ზელენსკიმ.

ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრამდე განცხადება გაავრცელა დიდი ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციამ, რომლის თანახმადაც, გაერთიანებული სამეფო უკრაინას რაკეტებსა და შორ მანძილზე მოქმედ ასობით დრონს გაუგზავნის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი