ბაჩალიაშვილის ოჯახი საპატრიარქოში მეუფე შიოს, "წესის აგების" რიტუალთან დაკავშირებით შეხვდება

გამოქვეყნდა:

დაღუბული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საპატრიარქოში ილია მეორის მოსაყდრეს, მეუფე შიოს შეხვდება. ოჯახის განხილვის თემა, როგორც ცნობილია, "წესის აგების" რიტუალია. ბაჩალიაშვილის მშობლები არ იზიარებენ ვერსიას, რომ თამარმა თავი მოიკლა, სწორედ ამიტომ, სურთ გარდაცვლილისთვის "წესის აგების" რიტუალი შეასრულონ.

"მთავარი არიხს" ინფორმაციით, შეხვედრას მცირე დროით პატრიარქი, ილია მეორეც დაესწრება.

ცნობისთვის, მედიამ გუშინ, 2 აგვისტოს, საგამოძიებო უწყებიდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალები მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი