100%-ით გავიღებთ ძალას ნებისმიერ საქმეში, გვჭირდება მოიერიშე თვითმფრინავები, დარწმუნებული ვარ აქამდეც მივალთ - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"ერთი წლის წინ ტერორისტების მიერ გამოშვებული რაკეტების უმრავლესობის ჩამოგდება არ შეგვეძლო, განსაკუთრებით ბალისტიკურების და როდესაც კითხვას ვსვამ, შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას ახლა, შეგვიძლია თუ არა ამის ახლა გაკეთება, როდესაც გაერთიანებულები ვართ და გაბედულობით სავსე, რომ სიცოცხლე დავიცვათ, პასუხია შემდეგი: ჩვენ, ერთიანობაში, 100%-ით გავიღებთ ძალას ნებისმიერ საქმეში. ჩვენ ახლა მეტი გვჭირდება: ავიაგამანადგურებლები, რომელთა გარეშეც საჰაერო თავდაცვის არცერთი სისტემა არ იქნება სრულყოფილი, და დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე მივალთ. 100% უნდა იყოს ჩვენი ორიენტირი. აგრესორს 0% უნდა მივცეთ.

დღეს ევროპაში ომი დაბრუნდა. უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რისიც ჩვენ გვჯერა. ძალიან მადლიერი ვარ, რომ გავერთიანდით მშვიდობის დაცვასა და დემოკრატიის ხელშეწყობაში, რადგან სწორედ ეს არის მიზეზი, რისთვისაც ევროპის საბჭო შეიქმნა და ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ აქ ვართ. როდესაც რუსეთი აწარმოებს ომს დემოკრატიის წინააღმდეგ, ევროპა მთლიანია და დგას უკრაინის გვერდით. ეს ჩვენი ვალდებულებაა. დემოკრატიისთვის ბრძოლა გრძელდება ქვეყნებში, სადაც ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა გამოწვევაა. ეს გრძელდება უკრაინაში. გრძელდება ყველგან, სადაც მოსახლეობა გადის ქუჩებში და ჩვენი საერთო ღირებულებების დროშას აფრიალებს. [...] 

რა თქმა უნდა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. უკრაინის ტერიტორია დიდია და იმისთვის, რომ საჰაერო თავდაცვის შედეგები, როგორიც წუხანდელი იყო, ქვეყნის მასშტაბითაც იგივე იყოს, ჩვენ გვჭირდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები. ჩვენ ასევე გვჭირდება თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები, რომელთა გარეშე არც ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა არ იქნება სრულყოფილი. და დარწმუნებული ვარ, რომ აქამდეც მივალთ".

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი