
Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გაემგზავრება იაპონიაში, რათა პირადად დაესწროს G7 სამიტს. ჰიროშიმაში "დიდი შვიდეულის" ლიდერების სამიტი 19 მაისს დაიწყება.
მედიას წყაროები ეუბნებიან, რომ ზელენსკი საუდის არაბეთში არაბთა ლიგის სამიტზე დასასწრებად შეჩერების შემდეგ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით იაპონიაში გაფრინდება.
"ბლუმბერგი" აღნიშნავს, რომ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
ვიზიტი ჰიროშიმაში, სადაც 78 წლის წინ პირველი ბირთვული თავდასხმა მოხდა, განსაკუთრებით სიმბოლურია რუსეთის პრეზიდენტის პერიოდული მუქარის გათვალისწინებით უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.