
უკრაინა ოფიციალურად ადასტურებს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად მიიღებს მონაწილეობას იაპონიაში G7-ის სამიტში. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი სახელმწიფო ტელევიზიას უცხადებს, რომ პრეზიდენტის ჰიროშიმაში ყოფნა აუცილებელია ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
"იქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდება და ამიტომ ჩვენი პრეზიდენტის ყოფნა აბსოლუტურად აუცილებელია ჩვენი ინტერესების დასაცავად", - თქვა დანილოვმა.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკი იაპონიაში ჩასვლას აპირებდა. სამიტი ჰიროშიმაში დღეს, 19 მაისს იწყება. Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ზელენსკი იაპონიაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით ჩავა.