"ევროპას გასაგებია რომ ძალიან მკაცრი მიდგომა აქვს, ჩვენ მათ, ჩვენ კოლეგებს, პარტნიორებს ვუთხარით, რომ ჩვენ ვერ გამოგყვებით ამ პოლიტიკაში. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არ ვართ არც ნატოს წევრი ქვეყანა, არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჩვენ ვართ ოკუპირებული ნახევრად, 20% არის ოკუპირებული, რუსული ჯარი დგას ჩვენ ტერიტორიაზე, პირდაპირი საზღვარი გვაქვს რუსეთთან და გვაქვს ჩვენი გამოწვევები. დაანებეთ თავი თქვენ სხვა ქვეყნების ინტერესებზე ფიქრს და მუშაობას, ისინი თავად მიხედავენ საკუთარ ინტერესებს. [...]

ევროპამ 300 მილიარდი დოლარი გადაუხადა შარშან რუსეთს, ეს გააშუქეთ, ხალხს უთხარით, რომ მარტო თურმე საქართველო კი არ ვაჭრობს რუსეთთან, 1 მილიარდი დოლარით წელიწადში, არამედ 300 მილიარდ დოლარს უხდის რუსეთს, შარშან, ომის დროს.  ამერიკას იგივე, მე გითხარით, რომ ვაჭრობა არ შეუწყვეტავთ იმ პროდუქციაზე, რაც მათ სჭირდებათ, არ  შეუჩერებია. [...] შეამცირეს მაგრამ არ შეუწყვეტია, მე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, კიდევ ვიმეორებ, როგორ არის, რომ ჩვენი ომი ომი არ არის და უკრაინის ომი ომი არის?!"

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი