ბაჩალიაშვილის ოჯახი და ახლობლები დღეს ამერიკის საელჩოსთან შეიკრიბებიან

გამოქვეყნდა:

ბაჩალიაშვილების ოჯახი საქმის გამოძიებაში FBI-ის ჩართვას ითხოვს. ოჯახი და მათი ახლობლები დღეს 12 საათზე ამ მოთხოვნით ამერიკის საელჩოს წინ შეიკრიბებიან. ისინი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს თვითმკვლელობის ვერსია გაამყაროს.

გეხვეწებით, გემუდარებით, ქეჩოქებით ყველას, ქუდზე კაცი გამოდით, რომ დავიცვათ თამუნას სახელით სამართლიანობა საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ, - თქვა ბაჩალიაშვილის დედამ.

დაღუპულის დედა, თეონა თამაზაშვილი პრემიერმინისტრთან შეხვედრას რამდენიმე დღეა უშედეგოდ ითხოვს და ამბობს, რომ ამ დრომდე მედიის მეტი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმით არავინ დაინტერესებულა.

მივმართავთ ოფიციალურად უკვე ამერიკის საელჩოს, რომ მათი დახმარებით ჩავრთოთ ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები. წინასაარჩევნო პერიოდია და რაღაცნაირად მოახდინონ საქმის დაცვა ხელისუფლებამ, ცდილობენ, რომ შეცდომაში შიყვანონ საზოგადოება და ოჯახის დისკრედიტაცია მოახდინონ, - თქვა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი