ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ უკრაინისთვის F-16-ების მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება მალე დაიწყება. მისივე თქმით, უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაწყებულია.

"უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაწყებულია და იმედი მაქვს, რომ მალე უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას შევძლებთ", - თქვა მან.

ცნობისთვის, გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებს უფლება მისცა უკრაინას F-16-ის თვითმფრინავები გადასცენ. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, მან უკრაინის პრეზიდენტისგან "მტკიცე გარანტია" მიიღო, რომ უკრაინა დასავლეთის მიერ მოწოდებულ F-16 საბრძოლო თვითმფრინავებს რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრისთვის არ გამოიყენებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი