
აშშ-ში რუსეთის ელჩის თქმით, შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს უკრაინელი მფრინავების მომზადებას F-16-ებისა და სხვა თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებზე, აჩვენებს, რომ ამერიკა "არასოდეს დაინტერესებულა მშვიდობით".
საელჩოს ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ პოსტში ანატოლი ანტონოვმა აღნიშნა, რომ აშშ კონფლიქტის გაღვივებას განაგრძობს.
"ჯერჯერობით ვაშინგტონი სხვისი ხელით გვეწინააღმდეგება, მარიონეტული გზით. თუმცა, ყველა სპეციალისტმა იცის, რომ უკრაინაში F-16-ების გამოყენების ინფრასტრუქტურა არ არის და არც პილოტებისა და ტექნიკური პერსონალის საჭირო რაოდენობაა", - თქვა მან.
შეგახსენებთ, G7-ის სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარტნიორებს აცნობა, რომ ამერიკა მხარს დაუჭერს უკრაინელი მფრინავების მომზადებას F16-ებისა და მეოთხე თაობის სხვა თვითმფრინავებზე.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, მან უკრაინის პრეზიდენტისგან "მტკიცე გარანტია" მიიღო, რომ უკრაინა დასავლეთის მიერ მოწოდებულ F-16 საბრძოლო თვითმფრინავებს რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრისთვის არ გამოიყენებს.