
რუსეთის პრემიერმინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ჩინეთში მოგზაურობისას განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობა, წელს, სავარაუდოდ, ახალ რეკორდულ დონეს, 200 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ეს ხდება დასავლეთის მხირდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უპრეცედენტო სანქციების ფონზე.
ჩინეთი გლობალური ფინანსური სისტემიდან რუსეთის განდევნის გავლენას ამცირებს, CNN წერს, რომ გასულ წელს ორმხრივი ვაჭრობა თითქმის 30%-ით გაიზარდა და რეკორდულ 190 მილიარდ დოლარს მიაღწია, ძირითადად, ჩინეთის მიერ რუსული ენერგიის შეძენით. ჩინეთის საბაჟო მონაცემებით, წელსაც ვაჭრობა ზრდას აგრძელებს.
"მჯერა, რომ წელს ჩვენ შევძლებთ ორი ქვეყნის ლიდერების მიერ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ და მთლიანი ვაჭრობა 200 მილიარდ დოლარამდე მივიყვანოთ", - თქვა მიშუსტინმა შანხაიში ჩინეთ-რუსეთის ბიზნეს ფორუმზე გამოსვლისას.
მისივე თქმით, ჩინეთთან ენერგეტიკული თანამშრომლობა რჩება რუსეთის "აბსოლუტურ პრიორიტეტად".