უკრაინელებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში, ეკონომიკურ ფორუმზეც თქვა, რომ უკრაინას უნდა საქართველოში "მეორე ფრონტის" ნახვა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი ამოცანაა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და ხალხის დაცვა.

"მინდა გკითხოთ, კიდევ რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს უკრაინის მხარდასაჭერად და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. უკრაინელი მეგობრები შეიძლება სხვა მოლოდინის მქონენი არიან, მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში. ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 90-იან წლებში ორი ომი გვქონდა სამოქალაქო და შემდეგ 2008 წელს რუსეთთან, პატარა ერი, 4 მილიონიანი მოსახლეობით, პირდაპირ შევიდა ომში რუსეთთან. ჩვენ შევინარჩუნეთ უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის მნიშვნელოვანი, ჩემი ამოცანა, ჩემი ვალდებულება არის ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, ჩემი ხალხის დაცვა", - თქვა ღარიბაშვილმა. 

პრემიერის განცხადებით, მისი ინტერესია მაქსიმუმი გააკეთოს, რათა საქართველო დაუახლოვოს ნატოსა და ევროკავშირს - "ვინმეს საქართველოში თუ უნახავს რაიმე ხელშესახები შედეგი, ეს ჩემი მთავრობის დამსახურებაა, იმ პოლიტიკური ძალის დამსახურებაა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი