ღარიბაშვილის ღიად ანტიდასავლური დემარში | რას გვატყუებს პრემიერი

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილის ღიად ანტიდასავლური დემარში. პოლიტიკურ ისტორიაში პირველად, საქართველოს მთავრობის მეთაური საერთაშორისო ტრიბუნიდან აკრიტიკებს მოკავშირეებს და აშკარა ლოიალობით საუბრობს რუსეთის შესახებ. პრემიერმინისტრი კატარის ეკონომიკურ ფორუმს იყენებს იმ მიზნით, რომ კიდევ ერთხელ დაადანაშულოს დასავლეთი, ირიბად გაამართლოს რუსეთი და დაადასტუროს, რომ საქართველო არ შეუერთდება საქნციებს. 

ამ საერთაშორისო გეოპოლიტიკურ განაცხადს უკვე მოჰყვა შესაბამისი რეაგირება ყველა მხრიდან და ეს რეაქციები კიდევ უფრო მკაფიოდ გვაჩვენებს, ვის მხარეს არის "ქართული ოცნება". უკრაინაში და ევროპის დედაქალაქებში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ფაქტობრივ ღალატად აღიქმება. კრემლის პროპაგანდისტებისთვის კი საქართველოს მთვრობის მეთაური სულ უფრო ახლობელი პოლიტიკური პარტნიორია. 

ვრცლად - ფრაგმენტები ღარიბაშვილის პრორუსული გამოსვლიდან:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი