გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ექსპერტიზის ბიუროში ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის კლონირება დასრულდა. ის ამ დროისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფება, სადაც კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაცია უნდა მიიღოს.
კლონირება დასრულებულია, დეშიფრაცია მიმდინარეობდა, როგორც ჩანს, ესეც დასრულდა, ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რამდენად შესაძლებელია ის ფაილები აღდგენილიყო, რომლის წაკითხვაც სავალდებულოა და შედეგად გეცოდინება, რა ინფორმაცია ინახებოდა თამუნას კომპიუტერში, - თქვა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატის თქმით, მასალების გაცნობის შემდეგ მედიასთან განცხადებას გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართა. ოჯახი ითხოვს, რომ საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთოს. ბაჩალიაშვილის დედამ თქვა, რომ თუ 3 დღეში კითხვებზე პასუხები არ ეცოდინებათ ის შიმშილობას დაიწყებს.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით