გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ამონაწერი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაშია მოყვანილი, არაფრით შეესაბამება პროგრამისტის კომპიუტერის მონაცემებს. მისი თქმით, კლონირების დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ კომპიუტერში სოციალური ქსელები, რომლებიც მიმოწერას უზრუნველყოფს, საერთოდ არ არის. რამიშვილი ამბობს, რომ უჩნდება ეჭვი, თითქოს ამყარებენ ვერსიას, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.
Facebook და Instagram საერთოდ არ არის კომპიუტერში თურმე. ამავდროულად, სისტემური და მომხმარებლის ფოტოებია 193 000 და რაც საინტერესოა, არანაირი სხვაგვარი ფაილები არ არსებობს. აუცილებლად არის ჩასართავი, ყოველ მიზეზგარეშე ფედერალური ბიუროდან დამატებით ექსპერტები, იმიტომ, რომ მე აქედან უფრო მეტი ეჭვი მიჩნდება, რომ ხდება იმის შექმნა, რომ გამყარდეს ვერსია თითქოს ამ გოგომ მართლა საქმე მიიყვანა თვითმკვლელობამდე, - თქვა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატის თქმით, ბაჩალიაშვილმა ლეპტოპი ბოლოს 18 ივლისს, 11:02 საათზე გამოიყენა და დასადგენია, კონკრეტულად რომელი საიტით ისარგებლა მან.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართა. ოჯახი ითხოვს, რომ საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთოს. ბაჩალიაშვილის დედამ თქვა, რომ თუ 3 დღეში კითხვებზე პასუხები არ ეცოდინებათ, ის შიმშილობას დაიწყებს.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით