აშშ-ს საელჩოში გვითხრეს, რომ საქმეში FBI-ის ჩასართავად პროკურატურის მოთხოვნაა საჭირო - თამაზაშვილი

გამოქვეყნდა:

გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ის ექსპერტების ჩასართავად საქართველოს პროკურატურის მოთხოვნაა საჭირო. ამის შესახებ ოჯახს შეხვედრაზე აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის წარმომადგენელმა განუცხადა და უთხრა, რომ ისინი ბაჩალიაშვილებს მხარს უჭერენ.

ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ თუ პროკურატურა საქმეში ამერიკიდან ჩამოყვანილ ექსპერტებს არ ჩართავს, შიმშილობას დაიწყებს.

მათ თქვეს, რომ თვითონ სახელმწიფომ უნდა მოითხოვოს ჩვენი ჩართულობა ამ საქმეში. მე ისიც გავაჟღერე, რომ თუკი სახელმწიფო უარს იტყვის FBI-ის ჩართულობაზე, მე, როგორც დედა, უფლებას ვიტოვებ აქ მოვიდე და შიმშილობა გამოვაცხადო, - თქვა ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 აგვისტოს ბაჩალიაშვილის ოჯახმა ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართა. ოჯახს მხარდაჭერა სამოქალაქო აქტივისტებმა, მალხაზ მაჩალიკაშვილმა და სხვა ადამიანებმა გამოუცხადეს. 

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი