თურქეთში ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტები იგეგმება - თურქული მედია

გამოქვეყნდა:

თურქული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთში ვიზიტით ჩავლენ. 

Hürriyet-ის კორესპონდენტი ამბობს, რომ პუტინი ცალკე და სპეციალური ვიზიტით ეწვევა თურქეთს, პუტინის შემდეგ კი თურქეთში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავა.

3-4 ივნისს ქვეყანაში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციაა დაგეგმილი.

მედიის ცნობით, ვიზიტის დროს ლიდერები განიხილავენ ომის მიმდინარეობასა და მარცვლეულის დერეფანს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი