გავიგე, რომ ბრატისლავაში განიხილავდით ომის მიზეზებს, რუსეთი უმიზეზოდ შეიჭრა უკრაინაში - ლაიენი

გამოქვეყნდა:

31 მაისს ევრკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ ისაუბრა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებზე. 

ლაიენმა თქვა, რომ გაიგო GLOBSEC-ზე ომის მიზეზებს განიხილავდნენ. 

"აქ, GLOBSEC-ში, გავიგე, რომ რომ თქვენ განიხილავდით ამ ომის მიზეზებს. ასე რომ, ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რუსეთმა დაიწყო ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი. უმიზეზოდ, იგი შეიჭრა უკრაინაში, რათა წაეშალა ქვეყანა რუკიდან. რუსეთი უარს ამბობს უკრაინის დამოუკიდებელ ქვეყნად მიღებაზე. მაგრამ უკრაინელების ნებამ, იბრძოლონ და იყვნენ თავისუფლები, გააოცა მსოფლიო", - თქვა ლაიენმა.

მისივე თქმით, მტკიცედ უნდა იდგნენ უკრაინელების გვერდით. ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი წლების განმავლობაში იყო ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლის შემოქმედი. 

ლაიენს არ დაუკონკრეტებია რომელი წინა გამომსვლელის საუბარს გამოეხმაურა, თუმცა უკრაინაში ომის მიზეზებზე 30 მაისს ბრატისლავაში საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. 

ღარიბაშვილის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი და რომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს. ღარიბაშვილის ამ განცხადებებს პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი