უკრაინა მზადაა იყოს NATO-ში, ჩვენ ველოდებით, როდის იქნება NATO მზად - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკსიმ, რომელიც მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩავიდა, თქვა, რომ მისი ქვეყანა მზად არის NATO-ში გაწევრიანდეს. 

სამიტზე ლიდერები განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებსა და თანამშრომლობის სფეროებს მთელს კონტინენტზე. 

"უკრაინა მზად არის იყოს ნატოში. ჩვენ ველოდებით, როდის იქნება ნატო მზად. და ვფიქრობ, უსაფრთხოების გარანტიები ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, ჩვენი მეზობლებისთვის, მოლდოვისთვის - რუსეთისა და მათი აგრესიის გამო უკრაინაში და პოტენციური აგრესიის გამო ევროპის მათი ნაწილისთვის", - თქვა ზელენსკიმ.

მოლდოვის ლიდერმა, მაია სანდუმ გამოხატა მხარდაჭერა კიევისა და ზელენსკის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო ფორმულის მიმართ და თქვა, რომ უკრაინა უზრუნველყოფს მოლდოვის უსაფრთხოებას, რისთვისაც მადლობლები არიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი