დასავლეთი უბიძგებს მოლდოვას მონაწილეობა მიიღოს უკრაინის კონფლიქტში - ბორტნიკოვი

გამოქვეყნდა:

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ დასავლეთი აქტიურად უბიძგებს მოლდოვას მონაწილეობა მიიღოს უკრაინის კონფლიქტში. 

ამ თემაზე მან დსთ-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების ხელმძღვანელების შეხვედრაზე ისაუბრა.

"უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომისა და ბელარუსის წინააღმდეგ დივერსიული მოქმედებების პლაცდარმი გახდა. დასავლელები აქტიურად უბიძგებენ მოლდოვას უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობაში, უბიძგებენ მას ძალით გაასუფთაოს დნესტრისპირეთი", - თქვა მან.

რუსეთის FSB-ის ხელმძღვანელმა ნატო დაადანაშაულა და თქვა, რომ ალიანსი კოორდინაციას უწევს "კიევის რეჟიმის შეიარაღებული ფორმირებებისა და სპეცსამსახურების დივერსიულ და ტერორისტულ ქმედებებს".

მარტში აღმოჩენილმა საიდუმლო დოკუმენტებმა ცხადყო, რომ FSB-ს ჰქონდა დეტალური გეგმა მოლდოვას დესტაბილიზაციისა და ნატოში გაწევრიანების თავიდან ასაცილებლად ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში პრორუსული ჯგუფების მხარდაჭერით და ბუნებრივი აირის მიწოდების კონტროლით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი