
"სანქცირებულთა სიებს გადავცემთ პარტნიორებს და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას ვის და რა ტიპის სანქციები უნდა დაუწესონ" - ასე ეხმაურება უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო უკრაინის მიერ ვალერი კვარაცხელიასა და მისი შვილის კომპანიის, ასევე გაიაშვილების შესაძლო დასანქცირებას.
როგორც გონჩარენკო "მთავარ არხთან" ამბობს, რომ ინფორმაციის გაცვლა პარტნიორებთან მუდმივად ხდება.
"რა თქმა უნდა, ჩვენ გადავცემთ ჩვენს პარტნიორებს ინფორმაციას, რომ სანქციების საკითხში სინქრონიზებულად ვიმუშაოთ მას შემდეგ, რაც უკრაინა მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული ფიზიკური, თუ იურიდიული პირის შესახებ, ჩვენი საერთაშორისო მეგობრები რასაკვირველია განიხილავენ ამ საკითხს და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას ვის და რა სახის სანქციები დაუწესონ. ჩვენ სწორედ ახლა ვცდილობთ პარტნიორებთან სიების სინქრონიზებას" - ამბობს გონჩარენკო.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ თამაზ და დავით გაიაშვილები, "ჯორჯიან ეარვეისი" და ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა.