
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ უკრაინა და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ "ძალიან შორს არიან" ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფისგან. მან ასევე დაამატა, რომ მომავალში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა განსხვავდებოდეს ნატო-ს ევროპელი წევრების სტატუსისგან.
"ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, საქმე არ არის წევრობის დამყარებაზე... ჩვენ ყველამ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია, როგორც ინდივიდებმა მხარი დავუჭიროთ უკრაინას", - თქვა შოლცმა პრესკონფერენციაზე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე შეხვედრაზე მოლდოვაში.
შეკითხვაზე ქვეყნის მიმართ უსაფრთხოების შესაძლო გარანტიების შესახებ, შოლცმა დასძინა, რომ ისინი უნდა იყოს შემუშავებული ისე, რომ უზრუნველყონ უკრაინის ის უსაფრთხოება, რომელიც მას სჭირდება თავდაცვისთვის, სტაბილიზაციისთვის.