ვინ არის ბაჩანა ლობჟანიძე? - რატომ გახდა ახალგაზრდა პროგრამისტი ინტერესის ობიექტი

გამოქვეყნდა:

ბაჩანა ლობჟანიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი მოწმე და  ერთადერთი ფიგურანტია, რომელიც გამოძიებამ უკვე შვიდჯერ გამოკითხა. ბოლო შეხვედრა სამართალდამცველებთან ცოტა ხნის წინ დასრულდა. ამ წუთებში კი ძალოვანები ლობჟანიძის მიერ დასახელებული მარიამ ვარდიაშვილს კითხავენ, რომელიც ბაჩანას ინფორმაციით, მისი და ბაჩალიაშვილის თანაკურსელია. მისივე თქმით, მარიამს თეთრიწყაროში აქვს აგარაკი და ის არ გამორიცხავს, რომ თამარი მარიამთან მიდიოდა. თუმცა ამის მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არსებობს. 

ბაჩანა ლობჟანიძე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაცემა "დღის სტუმრი" ეთერში სტუმრობის შემდეგ მივიდა.

ახალგაზრდა პროგრამისტი ამბობს, რომ ის თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარი და მისი შეყვარებულია. მას 2015 წლიდან იცნობს და ისინი კურსელები იყვნენ. თუმცა ბაჩანა ლობჟანიძეს უჭირს წარმოგვიდგინოს ხუთწლიანი ნაცნობობის ვიდეო ან ფოტო მტკიცებულებები. თუმცა დღეს, 2020 წლის 19 ივნისს ვიდეო გვაჩვენა. სად ის თამარ ბაჩალიაშვილის ხვდება და ერთად აღნიშნავენ საკუთარ დაბადების დღეებს (ორივეს ერთ დღეს აქვს დაბადების დღე). ეს ვიდეო ბაჩანა ლობჟანიძემ იმის დასამტკიცებლად გაასაჯაროვა, რომ ის ნამდვილად იცნობდა თამარ ბაჩალიაშვილს და მათ მართლაც რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდათ. 

შეგახსენებთ, რომ ბაჩანა ლობჟანიძე ალტერნატიულ გამოძიებას დამოუკიდებლად აწარმოებს და საქმეში FBI-ს ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავს, რის გამოც ბაჩალიაშვილების ოჯახს აქვს ეჭვი, რომ ლობჟანიძე სულაც არ იყო დაღუპულის ახლო მეგობარი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი