Politico ფრანგ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა მომავალ ორშაბათს პარიზში ჩავლენ. ორი ქვეყნის ლიდერი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებებს გამართავს.
სავარაუდოა, რომ ვახშმის დროს შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება უკრაინის მისწრაფებებზე ნატოში გაწევრიანებასთა დაკავშირებით და ივლისში ნატოს სამიტის წინ მოკავშირეების უსაფრთხოების გარანტიებზე.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ფართო გაგება, რომ უკრაინა ვერ შეძლებს მიმდინარე ომის დროს ნატო-ში გაწევრიანებას, ალიანსის წევრების აზრი ორადაა გაყოფილი, საკითხზე, თუ როგორ უნდა უპასუხონ უკრაინის მისწრაფებას ნატო-ში გაწევრიანებიაზე.
გამოცემასთან ფრანგი დიპლომატი ამბობს, რომ ნატოს წევრებმა უნდა გაუგზავნონ ძლიერი სიგნალი რუსეთს იმ დროს, როდესაც უკრაინა კონტრშეტევას იწყებს.
"თუ ჩვენ ვერ ვიპოვით გამოსავალს, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს, რისკი არის ის, რომ ჩვენ ვერ მივაღწევთ… ერთიან განცხადებას და ეს, ცხადია, იქნება ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც შეგვიძლია მივცეთ რუსეთს", - განაცხადა მან ანონიმურად.