კანადა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 500 მილიონ კანადურ დოლარს (დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს.
უკრაინული მედია ინფორმაციას კანადის პრემიერ-მინისტრის კაბინეტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ჯასტინ ტრუდოს უკრაინაში ვიზიტისას გავრცელდა.
„კანადას გადაწყვეტილი აქვს უპასუხოს უკანონო და გაუმართლებელ შეჭრას უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებით, მათ შორის დამატებით 500 მილიონი დოლარის ჩათვლით. მხარი დაუჭიროს რუსეთის აგრესიაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას“, - ნათქვამია პრესრელიზში.
დახმარების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს უკრაინაში საჰაერო თავდაცვისთვის 288 AIM-7 რაკეტის გადაცემას.
გარდა ამისა, კანადა 2026 წლამდე გაახანგრძლივებს UNIFIER-ის სამხედრო სასწავლო მისიის მანდატს, რომლის ფარგლებშიც 8 წლის განმავლობაში 35 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი მომზადდა.
შეგახსენებთ, კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო დღეს უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.