მგონია, რომ ის დანიშნულია ბაჩალიაშვილის შეყვარებულის როლზე - ელისო კილაძე ლობჟანიძეზე

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ბუნდოვან ვითარებაში გარდაცვალების საქმეში ბაჩანა ლობჟანიძის გამოჩენამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. ახალგაზრდა მამაკაცის თქმით, ის დაღუპულის ახლო მეგობარი იყო, თუმცა ბაცალიაშვილების ოჯახი მას ეჭვის თვალით უყურებს.

ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელმაც ლობჟანიძესთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა, ამბობს, რომ აუცილებელია, გადამოწმდეს ლობჟანიძის მიერ გავრცელებული ვიდეოს ავთენტურობა, სადაც ის დაღუპულთან ერთადაა.

ვიდეო, რომელიც მან თქვენი არხის მეშვეობით გაავრცელა, მე ძალიან ხელოვნურად გადაღებული მეჩვენება და ვინ იღებს, ესეც ნამდვილად საინტერესოა... მე მგონია, რომ ის დანიშნულია თამუნა ბაჩალიაშვილის შეყვარებულის როლზე, - განმარტავს კილაძე.

 შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი