NATO-ს მომავალ სამიტზე შეიძლება ელოდოთ უკრაინისთვის მხარდაჭერის ძლიერი პაკეტის შეთავაზებას - ბლინკენი

გამოქვეყნდა:

ორშაბათს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მაქსიმალურად გაზარდოს თავისი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა ქვეყანამ ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა შეძლოს.

ბლინკენმა დასძინა, რომ უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის სტაბილური პაკეტი, შეიძლება მოსალოდნელი იყოს ვილნიუსში ნატოს მომავალ სამიტზე. 

"ვფიქრობ, რასაც ნატოს სამიტზე შეიძლება ელოდოთ, არის უკრაინის როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი პაკეტი მომავალში", - თქვა ბლინკენმა.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ ეს ძლიერ მესიჯს გაუგზავნის პუტინს, რომელსაც, როგორც ჩანს, სურს დაელოდოს, საერთაშორისო საზოაგდეობამ შეწყვიტოს უკრაინის დახმარება. მისი თქმით, ქვეყნები ერთგულები არიან უკრაინის მიმართ არა მხოლოდ ამ მომენტში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი