ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატამ სამშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მიესალმა ლუქსემბურგელი დეპუტატების ისტორიულ გადაწყვეტილებას.
"ეს ნაბიჯი პატივს სცემს მილიონობით მსხვერპლს და აღადგენს ისტორიულ სამართლიანობას. ჰოლდომორის, როგორც გენოციდის, საერთაშორისო აღიარება, კვლავ იზრდება", - დაწერა მან "ტვიტერზე".