მე და თამარს სასიყვარულო ურთიერთობა გვქონდა - ბაჩანა ლობჟანიძე

გამოქვეყნდა:

მე და თამარს სასიყვარულო ურთიერთობა გვქონდა, - ამის შესახებ ბაჩანა ლობჟანიძემ "მთავარი არხის" ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა. ბაჩანა ამბობს, რომ ამას მისი მეგობარიც დაადასტურებს.

ამბობს, რომ თამარის მეგობარი დეა კაპანაძე პანაშვიდზე გაიცნო. მისივე თქმით, მასთან საუბრისას დეა თამარზე ბრაზობდა, რომ ლობჟანიძე არ გააცნო. ბაჩანა ასევე ამბობს, რომ მას დეაზე აქამდე ინფორმაცია არ ჰქონია და ბევრი ადამიანი გამოჩნდა თამარის მხრიდან, ვისაც აქამდე არ იცნობდა. 

რაც შეეხება თამართან სასიყვარულო ურთიერთობას, ბაჩანა ამბობს, რომ მათ ჰქონდათ ურთიერთობა და ამას მისი მეგობარიც დაადასტურებს. მისივე თქმით, ბოლოს თამარი 19 ივნისს ნახა, ბოლო sms მიმოწერა კი 17 ივლისს ჰქონდათ. 

მეც და მასაც 19 ივნისს გვაქვს დაბადების დღე და ბოლოს 19 ივნისს ფიზიკურად ვნახე, საღამოს 11 საათისკენ ვიშლებით... "17 ივლისს 5-ს რომ 20 უკლია მაშინ მივწერე და ამას ნახულობს, სხვათაშორის 7-ის წუთებზე. ზოგადად, რომ ვწერდი ნახულობდა მაქსიმუმ ერთი წუთის ინტერვალში, - თქვა ბაჩანა ლობჟანიძემ.   

ლობჟანიძის თქმით, დაკრძალვის დღეს სასაფლაოზე იყო, სადაც თამარის ნათესავი, ვინმე ილო გამოეხმაურა, გაიცნო და დაკრძალვის შემდეგ, უკან ოჯახში წამოიყვანა. მისივე თქმით, ილომ გააცნო ბაჩალიაშვილის ბიძა, კობა თამაზაშვილი და კიდევ რამდენიმე ახლობელი, მათ შორის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. თუმცა მიხეილ რამიშვილის არ ახსოვს იყო თუ არა ბაჩანა დაკრძალვაზე და ამბობს, რომ "მე სახლში ვნახე მხოლოდ, დაკრძალვაზე არ მინახავს".

დღესვე, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარის, დეა კაპანაძის ინტერვიუ გავიდა. დეა კაპანაძის თქმით, თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული, რომელსაც ის იცნობდა და ეს არ არის ბაჩანა. დეა ამბობს, რომ "...2015-ში თამუნამ რომ ჩააბარა უნივერსიტეტში, მაშინ გაიცნო, რაღაც საგნებზე ერთმანეთს ემთხვეოდნენ და 2018 წელს საფრანგეთიდან რომ ჩამოვიდა, მაშინ დაშორდნენ. გაწყდა ურთიერთობა და მაგის მერე კონტაქტი აღარ ჰქონიათ". 

შეგახსენებთ, რომ ბაჩანა ლობჟანიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი მოწმე და ერთადერთი ფიგურანტია, რომელიც გამოძიებამ უკვე არაერთხელ გამოკითხა.

ახალგაზრდა პროგრამისტი ამბობს, რომ ის თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარი და მისი შეყვარებულია. მას 2015 წლიდან იცნობს და ისინი კურსელები იყვნენ. თუმცა ბაჩანა ლობჟანიძეს უჭირს წარმოგვიდგინოს ხუთწლიანი ნაცნობობის ვიდეო ან ფოტო მტკიცებულებები. თუმცა დღეს, 2020 წლის 19 ივნისს ვიდეო გვაჩვენა. სად ის თამარ ბაჩალიაშვილის ხვდება და ერთად აღნიშნავენ საკუთარ დაბადების დღეებს [ორივეს ერთ დღეს აქვს დაბადების დღე]. ეს ვიდეო ბაჩანა ლობჟანიძემ იმის დასამტკიცებლად გაასაჯაროვა, რომ ის ნამდვილად იცნობდა თამარ ბაჩალიაშვილს და მათ მართლაც რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდათ.

 ბაჩანა ლობჟანიძის თქმითვე, ის ალტერნატიულ გამოძიებას დამოუკიდებლად აწარმოებს და საქმეში FBI-ს ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავს, რის გამოც ბაჩალიაშვილების ოჯახს აქვს ეჭვი, რომ ლობჟანიძე სულაც არ იყო დაღუპულის ახლო მეგობარი.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი