"საქართველო ბელარუსთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მოლდოვასთან... რუსეთი თავის გეგმას ახორციელებს", - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საუბრობს.
ხშირად მიჩნდება განცდა, რომ საქართველო ბელარუსთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მოლდოვასთან. ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს. უკრაინასთან ახლოს საერთოდ არ არიან. ვიცი, რომ მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს უკრაინას, მაგრამ როცა პრემიერმინისტრი ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციაზე ღიად ამბობს, რომ ამ ომის უკან დგას NATO, ეს გამაოგნებელია. შოკირებული ვიყავი. და რაც შეეხება რუსეთთან პირდაპირი ფრენების გახსნას, ესეც გამაოგნებელია. არსებობს ბევრი საკითხი, რომელიც ეჭვს იწვევს და გამაოგნებელია. დიდი ხნის განმავლობაში მქონდა ეჭვი, რომ რუსეთი თავის გეგმას ახორციელებს საქართველოში და მარტო რუსეთი იგებს ამ გეგმიდან. არ ვიცი, ეს საქართველოს მთავრობის მიერ გამიზნულად ხდება თუ არა, მაგრამ ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან და პარტიიდან, არამხოლოდ მე ვფიქრობ ამ მიმართულებით. გვიჩნდება ეს ეჭვი, ყველა იმედგაცრუებულია. სამწუხაროდ, მე ასეთი აგრესიული ტონით მიწევს ამის თქმა, მაგრამ ეს ფაქტია, - ამბობს იუკნევიჩიენე. [სინქრონული თარგმანი]
იხილეთ ასევე: