სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, სირილ რამაფოსა ვოლოდიმირ ზელენსკისთან "სამშვიდობო გეგმის" განსახილველად კიევში ჩავიდა.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას კიევში, რკინიგზის სადგურზე დახვდნენ უკრაინის სპეციალური წარმომადგენელი აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, მაქსიმ სუბხი და სამხრეთ აფრიკის ელჩი უკრაინაში.
რამაფოსა უკრაინას ეწვია აფრიკის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ნათქვამია პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.
"პრეზიდენტი რამაფოსა ბოლო კვირებში ესაუბრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, პრეზიდენტ ზელენსკის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინს. BRICS-ის ქვეყნების ლიდერებსა და გაეროს გენერალური მდივანს უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი პროცესის ხელშეწყობის მცდელობებთან დაკავშირებით, სამხრეთ აფრიკის, როგორც არამოკავშირე სახელმწიფოს პოზიციის შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.