სანქციების თავიდან არიდებაში ჩართულ ქვეყნებს სანქციები უნდა დაეკისროთ - კრამონი საქართველოს ვაჭრობაზეც წერს

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი წერს, რომ ომამდელ პერიოდთან შედარებით საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის ვაჭრობის ზრდა 800%-მდეა გაზრდილი, რაც ევროკავშირის სანქციების თავიდან არიდებაზე მიუთითებს.

კრამონის თქმით, სანქციების თავიდან არიდებაში პასუხისმგებელ ქვეყნებსა და კომპანიებს ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს.

"მესამე ქვეყნების საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის ვაჭრობა 800%-ით გაიზარდა ომამდელ პერიოდთან შედარებით. 

რა თქმა უნდა, ეს არის ევროკავშირის სანქციების თავიდან არიდება. 

ეს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას ადგება.

ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა/სანქციები ჩართულ სახელმწიფოებსა და კომპანიებს", - წერს კრამონი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი