რთულია უსაფრთხოების უზრუნველყოფა - პესკოვი ოკუპირებულ ხერსონში გაეროს ჰუმანიტარული მისიის არშეშვებაზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ოკუპირებულ ხერსონში გაეროს ჰუმანიტარული მისიის არშეშვებასაც უკრაინული მხარის მხირდან დაბობვას აბრალებს. მან თქვა, რომ ძნელია მისიითვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

"იქ (უკრაინის მხრიდან) მიმდინარეობს მუდმივი დაბომბვა, მუდმივი პროვოკაციები, იბომბება სამოქალაქო ობიექტები, იბომბება ხალხი, მოსახლეობა, ხალხი იღუპება. ასე რომ, აქ ყველაფერი ძალიან რთულია - ძალიან რთულია მათთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - თქვა პესკოვმა.

მისივე თქმით, არის "სხვა ნიუანსებიც".

"ზუსტად არ ვიცი ნიუანსები, მაგრამ ბევრი კითხვაა: როგორ გადავკვეთოთ კონტაქტის ხაზები, უზრუნველვყოთ უსაფრთხოება..." - თქვა პესკოვმა.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი