EU-ში მიღებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინამ 7-დან 2 პირობა შეასრულა - Reuters

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის მოხსენების თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინამ შვიდიდან ორი პირობა შეასრულა. ამის შესახებ Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით წერს. მედიის თანახმად, მოხსენებაში აღმასრულებელი ხელისუფლება ხაზს უსვამს პროგრესს, რომელიც მიღწეულია უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ომის მიუხედავად.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, უკრაინამ შეასრულა პირობები, რომლებიც ეხება სასამართლო რეფორმასა და კანონს მედიის შესახებ.

"პროგრესი არის. ანგარიში ზომიერად პოზიტიური იქნება ", - უთხრა ერთ-ერთმა წყარომ Reuters.

ინფორმაცია Reuters-ს კიდევ ერთმა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანონიმურად დაუდასტურა. როგორც მან აღნიშნა, სასამართლო სისტემის რეფორმაში პროგრესი არის, თუმცა ჯერ კიდევ გასატარებელია გადამწყვეტი რეფორმები.

გასული წლის ივნისში ევროსაბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ევროკომისიამ კიევს მოლაპარაკებების დასაწყებად 7 რეკომენდაციის შესრულება დაავალა.

ივნისის ბოლოს ევროკომისია უკრაინაზე პირველად შეფასებებს გამოაქვეყნებს, საბოლოო შეფასებები ოქტომბერში გახდება ცნობილ. სავარაუდოდ დეკემბერში კი ევროკომისია გამოაცხადებს გადაწყვეტილებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი