რუსეთმა სევასტოპოლის პორტის თავდაცვა გააძლიერა გაწვრთნილი ზღვის ძუძუმწოვრების რაოდენობის გაზრდით - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განახლებაში ნათქვამია, რომ 2022 წლის ზაფხულიდან რუსეთმა დაიწყო უსაფრთხოების ზომების გაძლიერება შავი ზღვის ფლოტის ბაზისთვის ოკუპირებულ სევასტოპოლში.

უწყება ამბობს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ეს მოიცავს მინიმუმ ოთხი ფენა ბადეებს და ღო­ბუ­რებს ნავსადგურის შესასვლელთან.

"ბოლო კვირების განმავლობაში, ეს თავდაცვა ასევე გაძლიერდა გაწვრთნილი ზღვის ძუძუმწოვრების რაოდენობის გაზრდით", - წერს დაზვერვა.

მათი ცნობით, გამოსახულებები აჩვენებს, რომ ნავსადგურში ძუძუმწოვრების ბაკების (გალიების) რაოდენობა თითქმის გაორმაგდა, მათ შორის, სავარაუდოდ, არიან "ბოთლის დელფინები". 

"არქტიკულ წყლებში საზღვაო ფლოტი ასევე იყენებს ბელუგა ვეშაპებსა და სელაპებს. რუსეთს ჰყავს გაწვრთნილი ცხოველები სხვადასხვა მისიებისთვის, მაგრამ ისინი, რომლებიც განთავსებულნი არიან სევასტოპოლის ნავსადგურში, დიდი ალბათობით, გამიზნულები არიან მტრის მყვინთავებთან დასაპირისპირებლად", - წერს უწყება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი